ლიმიტირებული კოლექცია
ბალიშის პირი დამზადებულია უმაღლესი (6A) ხარისხის 100% აბრეშუმის (22 momme) ქსოვილისაგან, სპეციალურად სახის კანისა და თმის მოვლისთვის. ბამბისა და სხვა ქსოვილებისგან განსხვავებით, აბრეშუმი ნაკლებშემწოვია, რაც კანსა და თმას ბუნებრივი ტენიანობის შენარჩუნებასა და ღამის დამატენიანებლების ეფექტის ბოლომდე ათვისებაში ეხმარება. აბრეშუმის ნაზი, სრიალა ზედაპირი ამცირებს ხახუნს და შესაბამისად – კანის გაღიზიანების, შეშუპების, ნაოჭების წარმოქმნის, აკნეს, თმის ღერის მტვრევისა და დამუხტვის ალბათობას.
საძილე ნიღაბი დამზადებულია უმაღლესი (6A) ხარისხის 100% აბრეშუმის (22 momme) ქსოვილისაგან, ხოლო შიგთავსისთვის გამოყენებულია აბრეშუმის შემავსებლის ორმაგი ფენა. აბრეშუმის ნიღაბი უნარჩუნებს კანს ტენიანობას და ამცირებს თვალის გარშემო ასაკობრივი ხაზებისა და მუქი წრეების წარმოქმნას.
თმის სამაგრი დამზადებულია უმაღლესი (6A) ხარისხის 100% აბრეშუმის (22 momme) ქსოვილისაგან. ნაზი სამაგრი არ აზიანებს და არ მუხტავს თმას.
ფერი: მოვარდისფრო ოქრო
ბალიშის პირის ზომა: 50×70 სმ
სეტში შედის: ბალიშის პირი, საძილე ნიღაბი, XL ზომის თმის სამაგრი