New

საძილე სეტი – Midnight – ვერცხლისფერი

330.00

ლიმიტირებული კოლექცია

ბალიშის პირი დამზადებულია უმაღლესი (6A) ხარისხის 100% აბრეშუმის (22 momme) ქსოვილისაგან, სპეციალურად სახის კანისა და თმის მოვლისთვის. ბამბისა და სხვა ქსოვილებისგან განსხვავებით, აბრეშუმი ნაკლებშემწოვია, რაც კანსა და თმას ბუნებრივი ტენიანობის შენარჩუნებასა და ღამის დამატენიანებლების ეფექტის ბოლომდე ათვისებაში ეხმარება. აბრეშუმის ნაზი, სრიალა ზედაპირი ამცირებს ხახუნს და შესაბამისად – კანის გაღიზიანების, შეშუპების, ნაოჭების წარმოქმნის, აკნეს, თმის ღერის მტვრევისა და დამუხტვის ალბათობას.

საძილე ნიღაბი დამზადებულია უმაღლესი (6A) ხარისხის 100% აბრეშუმის (22 momme) ქსოვილისაგან, ხოლო შიგთავსისთვის გამოყენებულია აბრეშუმის შემავსებლის ორმაგი ფენა. აბრეშუმის ნიღაბი უნარჩუნებს კანს ტენიანობას და ამცირებს თვალის გარშემო ასაკობრივი ხაზებისა და მუქი წრეების წარმოქმნას.

ფერი: ვერცხლისფერი
ბალიშის პირის ზომა: 50×70 სმ
სეტში შედის: ბალიშის პირი, საძილე ნიღაბი

50 საწყობშია

მიწოდების პირობები

  • უფასო საკურიერო მომსახურება ვრცელდება თბილისის მასშტაბით
  • შეკვეთილი პროდუქციის მიწოდება ხდება შეკვეთის გაფორმებიდან 2 სამუშაო დღის განმავლობაში(შაბათ-კვირის გარდა)
  • სხვა ქალაქებში საკურიერო მომსახურების ღირებულებაა – 5 ლარი
  • სხვა ქალაქებში ადგილზე მიწოდება ხორციელდება შეკვეთიდან 2-5 სამუშაო დღის განმავლობაში.

მალბერის სრული კოლექცია წარმოდგენილია სასაჩუქრე ბრენდირებული შეფუთვით.

  • ბალიშის პირი გარეცხეთ ხელით ან სარეცხი მანქანის დელიკატური რეცხვის რეჟიმით 30°C -ზე, ძილის ნიღაბი გარეცხეთ მხოლოდ ხელით;
  • გამოიყენეთ აბრეშუმისთვის ან ნაზი ქსოვილებისთვის განკუთვნილი სითხე ან თმის შამპუნი;
  • დაუშვებელია ჩვეულებრივი სარეცხი ფხვნილის ან სხვა ქიმიური საშუალებების გამოყენება;
  • მოარიდეთ მზის სხივების პირდაპირ კონცენტრაციას;
  • ბალიშის პირი გააუთოვეთ დაბალი სიმხურვალით შიდა მხრიდან;

დელიკატურად მოვლილი აბრეშუმი, ინარჩუნებს მდიდრულ იერსახეს და სასარგებლო თვისებებს, დიდი ხნის განმავლობაში.

კატეგორია: